რეზონანსი
14.07.2026

ეუთო იყო ერთ-ერთი ბოლო ბასტიონი, სადაც არ ვრცელდებოდა გლობალური ომის პარტიის გავლენები, მაგრამ, როგორც ჩანს, ისიც დაეცა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ქართულ საზოგადოებას იმიტომ ესხმიან თავს, რომ საქართველო გლობალური ომის პარტიის დავალებებს არ ასრულებს.

„ეუთოს რეზოლუციებსაც იგივე ფასი აქვს, რაც ევროპარლამენტის თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებს, იმ ფურცლის ფასი, რომელზეც რეზოლუციები იბეჭდება. ბუნებაში არ არსებობს საფუძველი, არ არსებობს სამართლებრივი თუ პოლიტიკური არგუმენტი, რატომაც შეიძლება თავს ესხმოდნენ ქართულ საზოგადოებას, გარდა ერთისა, რომ საქართველო არ ასრულებს გლობალური ომის პარტიის დავალებებს“, - აცხადებს გორდულაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×