რეზონანსი
14.07.2026

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 14 სისხლის სამართლის საქმეზე, ჯამში, 28 პირი დააკავა და მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. საქმეები ეხება ქრთამის აღებას, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებას, კომერციული მოსყიდვას, სახელმწიფო თანხებისა და მიწების თაღლითურად დაუფლებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.

როგორც  სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორმა, ემზარ გაგნიძემ განაცხადა, ქრთამის აღების ფაქტებზე დაკავებულია 3 პირი. გამოძიების მიხედვით, ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა ქრთამი აიღეს შემდეგი დაპირებების სანაცვლოდ:

„გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს“, - თქვა გაგნიძემ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×