რეზონანსი
14.07.2026

ქვეყანაში მრავლად არიან წარმოდგენილნი ადამიანები, რომლებიც გარე ძალებს ემსახურებიან, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიას კითხვაზე, რომელიც ოპოზიციური პარტიების შესაძლო ჯაშუშურ საქმიანობას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას კონკრეტული უწყებების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„სამწუხაროდ, ზოგი პოლიტიკური პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გარე ძალებს ემსახურებიან. ეს ქვეყნისთვის მძიმეა. კონკრეტული ადამიანების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება აუცილებლად მოჰყვება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×