რეზონანსი
14.07.2026

ჰორმუზის შემდეგ შესაძლოა, კიდევ ერთი სრუტე დაიხუროს - სუეცის არხის სამხრეთ შესასვლელი ჰუსიტების სამიზნე გახდაჰორმუზის შემდეგ შესაძლოა, კიდევ ერთი სრუტე დაიხუროს - სუეცის არხის სამხრეთ შესასვლელი ჰუსიტების სამიზნე გახდა

ჰორმუზის სრუტის შემდეგ შესაძლოა, კიდევ ერთი არხი დაიხუროს. საუბარია ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე, რომლის გადაკეტვით ჰუსიტები უკვე იმუქრებიან - როგორც Report-ი იტყობინება, ამის შესახებ ირანული სააგენტო Fars-ი წერს.

როგორც ჰუსიტების პოლიტიკური ბიუროს წევრმა, მუჰამედ ალ-ფარხმა განაცხადა, „ბაბ-ელ-მანდები ჰორმუზის სრუტესთან გაერთიანდება და ნავთობის ფასი 200 დოლარს მიაღწევს“.

ბაბ ელ-მანდების სრუტე იმ 8 კრიტიკულ არტერიას შორისაა, რომელთა გავლით მსოფლიოს ნავთობის მიეწოდება. ბაბ ელ-მანდების სრუტე არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთ კიდეს, ანუ იემენსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკას, ანუ ჯიბუტსა და ერიტრეას შორის მდებარეობს. ის ადენის ყურეს წითელ ზღვასთან აკავშირებს. მისი სიგრძე, დაახლოებით, 115 კმ, სიგანე 26-32 კმ, ხოლო საშუალო სიღრმე 150 მეტრია. მასზე ნავთობის მთლიანი საზღვაო გადაზიდვების, დაახლოებით, 12%, ხოლო მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების 8% მოდის. 1869 წლიდან სრუტე ასრულებს სამხრეთ კარიბჭის ფუნქციას სუეცის არხისთვის, რომელზეც, თავის მხრივ, გლობალური საზღვაო ვაჭრობის 12%-მდე და მსოფლიო კონტეინერმზიდების, დაახლოებით, 30% გადის.

სრუტე იემენის ტერიტორიულ წყლებში მდებარეობს. მარტის შუა რიცხვებში იემენის სამხედრო მეთაური, აბედ ალ-თავრი აცხადებდა, რომ აშშ-ისა და ისრაელისთვის ბაბ ელ-მანდების სრუტის ჩაკეტვა ჰუსიტებს ირანის მხარეს ომში ჩართვით შეუძლიათ. მისი თქმით, ბლოკადაში როგორც სავაჭრო, ასევე, სამხედრო გემები, მათ შორის, ავიამზიდები მოექცევა, რომლებიც აშშ-ის ან ისრაელის ტერიტორიისკენ მიემართებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×