რეზონანსი
12.07.2026

პირდაპირ ბოდიშებით მოდიოდნენ, რომ რა ვქნათ, პოლიტიკაა, ჩვენ პოლიტიკური ჯგუფის წევრები ვართ, სხვა გზა არ გვაქვს, ვსაუბრობთ, პირისპირ ვუხსნით, ველაპარაკებით, მაგრამ რა ვქნათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ეუთოს საპარლამენტოს ასამბლეის რეზოლუციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ ეუთოს წარმომადგენლებს პირად საუბრებში მოეხადათ ბოდიში, ჯობდა საჯაროდ გამოეხატათ მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.

„აქ რომ მოდიხარ, მელაპარაკები, ბოდიშს იხდი, უხერხულობას აფიქსირებ, გამოდი ხმამაღლა ილაპარაკე, დააფიქსირე, თავშეკავებით მაინც დააფიქსირე, რაღაცა ფორმით დააფიქსირე. ერთ-ერთი დელეგაციის ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ პატარა სახელმწიფო ხართო და ასეთია პატარა ქვეყნების ბედიო, თქვენ არც ბომბები გაქვთ, არც რაკეტები, არც ატომური ბომბი და ხომ იცით, რომ ასეა აწყობილი, რატომ მისვამ ამ კითხვასო.

დღეს ფაქტობრივად, მოშლილია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემა. იმის გამო, რომ არ არსებობს საერთაშორისო სამართალი, ნეგატიური შედეგები არის გადაღვრილი საერთაშორისო ორგანიზაციებში. ეს ორგანიზაციები ნაცვლად იმ მიზნის განხორციელებისა, რატომაც შეიქმნა თავის დროზე, გამოყენებულია პოლიტიკური დაპირისპირების არენად, პოლიტიკური ანგარიშსწორების და შურისძიების სივრცედ“, - აღნიშნა მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×