რეზონანსი
12.07.2026

სამხრეთ იორკშირის საგრაფოში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის" წევრის, ენ უიდიკომბის მკვლელობის საქმეზე 28 წლის კაცი დააკავეს, - იტყობინება დევონისა და კორნუოლის პოლიცია.

„ეჭვმიტანილი დიდი ბრიტანეთის თეთრკანიანი მოქალაქე, ამჟამად პოლიციის პატიმრობაში იმყოფება", - ხაზგასმით აღნიშნეს უწყებაში.

გამოძიებას დევონისა და კორნუოლის პოლიცია აწარმოებს. ამ დროისთვის არ არსებობს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ინციდენტი ტერორიზმთან არის დაკავშირებული ან პოლიტიკურად არის მოტივირებული.

78 წლის უიდიკომბის ცხედარი „მძიმე დაზიანებებით" 9 ივლისს, საკუთარ სახლში იპოვეს. 1987-2010 წლებში უიდიკომბი თემთა პალატის დეპუტატი იყო, 2023 წლიდან კი ნაიჯელ ფარაჯის მიერ დაარსებული პარტიის სპიკერი გახდა, რომელიც თავისი მკაცრი ანტიმიგრაციული რიტორიკითაა ცნობილი.

მანამდე საქმეზე 26 წლის კაცი დააკავეს, თუმცა პატიმრობიდან ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×