რეზონანსი
12.07.2026

უკრაინის თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანა რუსეთის სამხედრო და სამხედრო-ეკონომიკურ ობიექტებზე, მათ შორის სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე, 10 ტანკერსა და 4 ბორანზე, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 12 ივლისის ღამეს თავდაცვის ძალებმა სამარის ოლქში, სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ქარხანაში აფეთქებები და ხანძარი დაფიქსირდა, ზარალის შეფასება მიმდინარეობს.

გენერალური შტაბის ცნობით, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 8.5 მილიონი ტონა ნავთობია. იგი აწარმოებს ბენზინს, დიზელს, საავიაციო საწვავს და სხვა ნავთობპროდუქტებს, რომელიც რუსეთის არმიის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება.

გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა აზოვის ზღვაში 10 რუსულ ტანკერსა და ოთხ ბორანს დაარტყეს. გენერალური შტაბის ცნობით, ტანკერები გამოიყენება რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებისთვის, საერთაშორისო სანქციების დარღვევით, ხოლო ბორნები რუსეთის ფედერაციის სამხედრო ლოჯისტიკას უზრუნველყოფენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×