რეზონანსი
12.07.2026

აშშ-მა ირანზე ავიადარტყმების გფანახორციელა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც, ოფიციალური ვაშინგტონის ინფორმაციით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში მცურავ გემზე თავდასხმა განახორციელა და სრუტე „შემდგომ შეტყობინებამდე" დახურა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, მიმდინარე კვირაში ეს ირანზე განხორციელებული დარტყმების მესამე ეტაპია. ავიაიერიშების სამიზნე 140 სამხედრო ობიექტი გახდა, მათ შორის რაკეტებისა და დრონების განთავსების ადგილები, საკომუნიკაციო ქსელები და სანაპირო სათვალთვალო პოზიციები.

საპასუხოდ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ იორდანიაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზას შეუტია. პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, ირანიდან გაშვებული რაკეტებისა და დრონების მოგერიებაში არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და ბაჰრეინიც ჩაერთნენ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×