რეზონანსი
12.07.2026

შაბათს, 11 ივლისის საღამოს, მოულოდნელად გარდაიცვალა ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი. ამის შესახებ მისი ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. პოლიტიკოსი 71 წლის იყო.

განცხადების თანახმად, სენატორი „ხანმოკლე და უეცარი ავადმყოფობის“ შედეგად გარდაიცვალა.

„სენატორ გრემის ოჯახი მადლობას უხდის ყველას ლოცვებისთვის და ამ უკიდურესად მძიმე პერიოდში მათი პირადი სივრცის პატივისცემას ითხოვს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ პარასკევს, 10 ივლისს, ლინდსი გრემი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×