
მომღერალი ბაჩო (ოთარ) ნაკაშიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის მომღერალი, ლელა ვაშაყმაძე.
"გარდაიცვალა საოპერო დასის სოლისტი, შესანიშნავი მომღერალი, ჩემი მეგობარი ლელა ვაშაყმაძე…
უფალმა აცხოვნოს და მოიხსენოს შენი სული…“
ამავე ინფორმაციას აქვეყნებს პიანისტი საბა მიქელაძეც.
„ლელა, ძალიან გვატკინე გული. მდუმარებით და თან ცრემლიანად ვწერ ამ პოსტს. მთელი ჩემი გულით გგულშემატკივრობდი და მიუხედავად დაავადების ვერაგობისა , მაინც მჯეროდა, რომ გაიმარჯვებდი…
შენი სიცოცხლე ამით არ მთავრდება… სულ გვემახსოვრები… გვიყვარხარ…"
წყარო: ფორტუნა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე