რეზონანსი
04.07.2026

ყველანი ხამენეის დაკრძალვაზე არიან, ერთი გასროლა და ყველას მოკვლა

შეგვიძლია, მაგრამ ამას არ ვიზამთ. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.

,,ყველანი იქ არიან. ერთი გასროლა [და ყველას მოკვლა შეგვიძლია], მაგრამ ამას არ ვიზამთ, რადგან აღარავინ გვეყოლება მოლაპარაკებებისთვის,” - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, ირანელები ,,შეთანხმებისთვის ემუდარებიან”, მაგრამ ორივე მხარემ მოლაპარაკებებისკან ერთკვირიანი შესვენების აღება გადაწყვიტა, სანამ ხამანეის დაკრძალვის ღინისძიებები არ დასრულდება.

ამ დროის განმავლობაში, ტრამპის თქმით, არც ერთი მხარე არ გაისვრის.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაუკვირდა აიათოლა ხანენეის დაკრძალვაზე ზოგიერთი ირანელის ტირილი, ვინაიდან ეგონა, რომ ხალხს ხამენეი ეზიზღებოდა.

,,შესაძლოა ეს ყალბი ცრემლებია,” - განაცხადა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×