რეზონანსი
04.07.2026

აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდს პაკისტანი 11 ივლისს უმასპინძლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ალ-არაბია“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, მოლაპარაკებების მომავალ რაუნდზე განიხილავენ სამ მთავარ საკითხს: აშშ-ის მიერ თეირანისთვის დაწესებულ სანქციებს, ირანის გაყინულ აქტივებს და ირანის ბირთვულ პროგრამას.

მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციის წარმომადგენლობა ჯერ არ არის გადაწყვეტილი და საბოლოო გადაწყვეტილება ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×