
ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ფსიქოლოგიურად. ჩემთან თქვა - ყველაფერი გაივლის, მაგრამ მე ამ ცოდვით როგორ ვიცხოვრო მთელი ცხოვრებაო. ძალიან ნანობს ამ ყველაფერს, - ამის შესახებ დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებული რუსეთის მოქალაქის ადვოკატმა, იმედა ქარქაშაძემ განაცხადა.
როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ბრალდებული ამბობს, რომ ავარიის მომენტი არ ახსოვს და იმ დღეს, როდესაც შემთხვევა მოხდა, ჩვეულებრივ, სამსახურში მიდიოდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი, რომელიც მოქალაქეს დაეჯახა, ოლგა სვიატკინაა. როგორც ცნობილია, ის უკრაინელ მეუღლესთან ერთად, წლებია, თბილისში ცხოვრობს.