რეზონანსი
03.07.2026

საქართველოში გოგრის იმპორტი შემცირებულია, ასევე შემცირებულია ადგილობრივი ექსპორტიც.

უფრო კონკრეტულად, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან უცხოეთში 200.7 ათასი დოლარის ღირებულების 213 ტონა ქართული გოგორა გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ექსპორტის მოცულობამ 322 ათასი დოლარი შეადგინა (569 ტონა).

რაც შეეხება ქვეყნებს, ყველაზე მეტი პროდუქტი - 176 ათასი დოლარის 182 ტონა - რუსეთში გავიდა, ხოლო სომხეთში - 132 ათასი დოლარის 124 ტონა.

ამასთან, შემცირებულია გოგრის იმპორტიც. თუ 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 453 ათასი დოლარის ღირებულების 681 ტონა გოგრა იყიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 431.1 ათასი დოლარი შეადგინა (640.6 ტონა).

საგულისხმოა ისიც, რომ როგორ შარშან, წელსაც საქართველოში გოგრა ძირითადად თურქეთიდან შემოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×