რეზონანსი
03.07.2026

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა გამოთქვა შეშფოთება შესაძლო რუსული პროვოკაციის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს „ნატოს სიმტკიცის გამოცდას“.

დონალდ ტუსკმა კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ რუსეთს აქვს გეგმა პოლონეთის ტერიტორიაზე „შეზღუდული მასშტაბის სამხედრო პროვოკაციის“ განხორციელებასთან დაკავშირებით.

„მე არავის დაშინებას არ ვაპირებ, მაგრამ უახლოესი თვეები შეიძლება კრიტიკული აღმოჩნდეს. ეს შიში განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებშია გამძაფრებული“, - განაცხადა ტუსკმა.

„ნუ შეგვეშინდება, მოვემზადოთ, მაგრამ ამის უგულებელყოფას ვერ შევძლებთ. ჩვენ ვაცნობიერებთ საფრთხეებს, კერძოდ, ჩვენი მოკავშირეებისგან მიღებული ინფორმაციის წყალობით“, - დასძინა მან.

პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა დაარწმუნა საზოგადოება, რომ პოლონეთი „ძალიან ინტენსიურად ემზადება სხვადასხვა სცენარისთვის“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×