რეზონანსი
03.07.2026

სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება - დღეს, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ, 500 ლარით დააჯარიმა მოქალაქე, რომელმაც შეურაცხყოფა სალომე ზურაბიშვილს მიაყენა. კიდევ ერთი საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა. საჯარო სივრცეში ბერა ივანიშვილის შეურაცხყოფისთვის, გიორგი გოგიას 3 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ბრალდებულის ინტერესების დამცველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი მტკიცებულებების უტყუარობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა დაადასტუროს, რომ ის ფეისბუქ-პროფილი ეკუთვნის ჩემს მარწმუნებელს და ამის არანაირი მტკიცებულება არ არის“, - განაცხადა მიხეილ ზაქარეიშვილმა.

დაცვის მხარის არგუმენტებს უსაფუძვლოს უწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტი და განმარტავს, რომ სასამართლომ უწყების მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება გაითვალისწინა.

„მხარემ, ამ შემთხვევაში, ზეპირსიტყვიერად წარმოადგინა არგუმენტაციები, რომ თითქოს, ამ შემთხვევაში, ეს არ იყო გიორგი გოგიას პოსტი თავდაპირველად, ასევე, თითქოს ეს არ იყო ბატონი გიორგის ფეისბუქი. საბოლოო ჯამში, პროცესი ისე დასრულდა, რომ ბატონი გიორგის მხრიდან ვერ მოვისმინეთ ვერც ის, რომ მან დაწერა და ვერც ის, რომ მას არ დაუწერია. თუმცა, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ყველა მტკიცებულება“, - განაცხადა სალომე ქირიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×