რეზონანსი
03.07.2026

ნინი ბადურაშვილი ნიკა გვარამიას კრიტიკულ პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ სიმღერა „ლამაზების პრეზიდენტო“ არც მიხეილ ყაველაშვილს და არც მიხეილ სააკაშვილს არ ეძღვნება. მომღერლის თქმით, კომპოზიცია იეთიმ გურჯის ლექსზეა შექმნილი და მისთვის კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურასთან დაკავშირება „სასაცილოა“.

ნიკა გვარამიამ ნინი ბადურაშვილის ახალ სიმღერას - „ლამაზების პრეზიდენტო“ პოსტი მიუძღვნა.

„ჩემს ძალებს აღემატება იმის წარმოდგენა, სააკაშვილის დროს რომ „ლამაზების პრეზიდენტო“ ემღერა ვინმეს, რა მოხდებოდა. არ გეგონოთ, სისულელეზე მოვცდი. სინამდვილეში, იმაზე ვფიქრობ, როგორ მოახერხეს რუსებმა ის, რომ მაშინ ბუზიდან სპილოს აკეთებდნენ და დღეს - სპილოდან ბუზს“, - წერს გვარამია.

ნიკა გვარამის პოსტის საპასუხოდ, ნინი ბადურაშვილი „პრაიმტაიმთან“ კომენტარს აკეთებს და ამბობს:

„მისი ეს პოსტი წაკითხული არ მქონდა, ახლა გავეცანი თქვენი მეშვეობით, არ მაინტერესებს გვარამიას აზრები არანაირად. ფიქრობს, რომ ყაველაშვილს მივუძღვენი ეს სიმღერა? ძალიან სასაცილოა, იეთიმ გურჯის ულამაზესი პოეზიიდან ერთ-ერთი ტექსტია, რაზეც შექმნა ეკამ სიმღერა. რა შუაშია მიხეილ ყაველაშვილი, ან მიხეილ სააკაშვილი. სპილოს მოგონება ბუზისგან, - აი, ეს არის.

ეს არის ძველი იეთიმ გურჯის ლექსზე შექმნილი სიმღერა. არავის არ ეძღვნება და, უბრალოდ, სასაცილოა, თუ ვინმემ ჩათვალა, რომ მე მივუძღვენი რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას. მიკვირს, რატომ წავიდა ასეთ პროვოკაციაზე?!“, - ამბობს ნინი ბადურაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×