რეზონანსი
02.07.2026

 "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ ორი წლის წინ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის ცვლი­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამის გამო ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

ბო­კუ­ჩა­ვას, თქმით, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი­დან წას­ვლის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ ყო­ფი­ლა. მისი გან­მარ­ტე­ბით, ხა­ბე­იშ­ვი­ლის ჩა­ნაც­ვლე­ბა იმ პე­რი­ოდ­ში მიმ­დი­ნა­რე ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და.

"სხვა­თა შო­რის, მქონ­და სინ­დი­სის ქენ­ჯნა იმი­ტომ, რომ 2 წლის წინ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერ ვუ­თხა­რით რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, რის გა­მოც "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" შე­იც­ვა­ლა თავ­მჯდო­მა­რე. მე მო­მი­წია, ჩა­მე­ნაც­ვლე­ბი­ნა ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ახ­სოვს და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი, რო­მე­ლიც გა­ვა­ცა­ნით. ამ პრო­ცეს­ში მეც მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ორი წლის თავ­ზე ვთვლი, რომ ხალ­ხთან ვიყო გულ­წრფე­ლი. მა­შინ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი მი­ზე­ზი იყო ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. გახ­სოვთ, ლე­ვა­ნი არამ­ხო­ლოდ ცემს, არა­მედ აწა­მეს.

არა­ვის­თვის გა­საკ­ვი­რი არ იქ­ნე­ბო­და, მას დას­ჭირ­ვე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლი დრო რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის­თვის, მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ ეს არ იყო რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი და მე ამა­ზე ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ვსა­უბ­რობ­დი. ახლა თა­ვად პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა, მე­ტიც თა­ვად ლე­ვან­მა ისა­უბ­რეს სა­ჯა­რო პოს­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც ბოლო რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოქ­ვეყ­ნდეს - რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი უკავ­შირ­დე­ბო­და იმას, რომ მა­შინ ოპო­ზი­ცი­უ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მცდე­ლო­ბა იყო და რიგი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტო­რე­ბის­თვის, თით­ქოს ლე­ვა­ნი იქ­ნე­ბო­და მი­უ­ღე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რი. ამან გა­ნა­პი­რო­ბა ეს ჩა­ნაც­ვლე­ბა.

თუკი რა­მის მი­მართ მაქვს მი­უ­ღებ­ლო­ბა, ეს არის არა მწვა­ვე პო­ლე­მი­კა, არა­მედ არა­გულ­წრფე­ლო­ბა. მა­შინ არ ვი­ყა­ვი და ვერ ვი­ყა­ვი გულ­წრფე­ლი იმ დიდი მიზ­ნე­ბის გამო, რაც გვე­გო­ნა, რომ გვა­მოძ­რა­ვებ­და. ბო­დი­ში მინ­და მო­ვუ­ხა­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბას იმის, გამო, რომ, მა­შინ ვერ ვი­ყა­ვით გულ­წრფე­ლი. ვფიქ­რობ, გულ­წრფე­ლო­ბა მოგ­ვცემ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ჯან­სა­ღად გვე­მარ­თა პრო­ცე­სე­ბი. მე­ტიც, მა­შინ რომ გვეთ­ქვა რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი, მე აუ­ცი­ლებ­ლად, პრინ­ცი­პულ სა­კი­თხად და­ვა­ყე­ნებ­დი, რომ პარ­ტი­ა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩევ­ნე­ბი. მე არ მქონ­და იმ ხა­რის­ხის ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მან­და­ტი ხალ­ხის მხრი­დან, რომ თუნ­დაც იმ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში, რომ­ლე­ბიც ჩემ­თვის იყო პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვი დამ­ფუძ­ნე­ბელ თავ­მჯდო­მა­რეს­თან, პარ­ტი­ის შიგ­ნით ჯგუ­ფებ­თან ან სხვა ადა­მი­ა­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, სხვა­დას­ხვა მო­მენ­ტში არ იზი­ა­რებ­დნენ პარ­ტი­ის შიგ­ნით რე­ფორ­მე­ბის სა­კითხს", - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში.

ასე­ვე, კი­თხვა­ზე, აპი­რებს თუ არა კენ­ჭისყრას პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის პოსტზე, თინა ბო­კუ­ჩა­ვამ უპა­სუ­ხა: "ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ არ მაქვს მი­ღე­ბუ­ლი".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×