რეზონანსი
02.07.2026

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ფუჭი რეზოლუციების საშუალებით ცდილობენ, რომ საქართველოში ეს რევოლუციის ნარჩენები რამენაირად აცხოვრონ და აცოცხლონ.

"საზოგადოება უკვე კარგად არის გათვითცნობიერებული იმაში, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, სამწუხაროდ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას და ესკალაციის ხელშეწყობას. მათ დამარცხება იგემეს არჩევნებში, შემდეგ დამარცხდნენ რევოლუციისა და გადატრიალების მოწყობის საქმეში და ახლა ასეთი ფუჭი რეზოლუციების საშუალებით ცდილობენ, რომ საქართველოში ეს რევოლუციის ნარჩენები რამენაირად აცხოვრონ და აცოცხლონ", - აღნიშნა მან.

ევროპარლამენტი საქართველოსა და თურქეთს დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებს - საქართველოს შესახებ უარყოფითი ანგარიში რასა იუკნევიჩიენეს, თურქეთის შესახებ კი ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებებს ეფუძნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×