რეზონანსი
02.07.2026

ირეგულარი რაზმაძე და საეჭვო რეპუტაციის მქონე „ექიმი“ ახობაძე ამერიკის საელჩოში პრემიერ კობახიძის გამოსვლას გასუსულები უსმენდნენ, - წერს სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, ოპოზიციონერი აქტივისტების, თორნიკე რაზმაძისა და გიორგი ახობაძის შესახებ, რომლებიც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ.

მისი განცხადებით, კარგია, რომ აქტივისტებმა ჩვეული დებოში არ მოაწყვეს, თუმცა, მათი მხრიდან იმავე პატივისცემას საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები არასდროს იმსახურებენ, რადგან უსამშობლოების დიაგნოზია, რომ პატივი უნდა სცენ ყველაფერს, გარდა ქართულისა.

"პრინციპში, ესეც პატარა გამარჯვებაა. კარგია, რომ მათ პატივი სცეს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს და ჩვეული დებოში არ მოაწყეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამათი მხრიდან იმავე პატივისცემას საქართველოს სახელმწიფო ორგანოები და ინსტიტუტები არასდროს იმსახურებენ - ეს, ერთი მხრივ, უსამშობლოების საყოველთაო დიაგნოზია. პატივი სცე ყველაფერს, გარდა ქართულისა," - წერს კუჭაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×