რეზონანსი
02.07.2026

ირანის უმაღლესმა სამხედრო მეთაურმა, შეერთებული შტატები და ისრაელი გააფრთხილა, რომ უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სახელმწიფო დაკრძალვის წინა პერიოდში, ირანზე თავდასხმები არ განახორციელონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური სარდლობის მეთაურის, ალი აბდოლაჰის თქმით,  წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ არტერიაზე მკაცრი პასუხი ექნებათ.

„ჩვენ ვაფრთხილებთ ირანის მტრებს, განსაკუთრებით აშშ-ს და სიონისტურ რეჟიმს (ისრაელს), თავი აარიდონ ნებისმიერ შეცდომას და დაფიქრდნენ იმ მკაცრ პასუხზე, რომელსაც ჩვენი შეიარაღებული ძალები მიიღებენ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ საფრთხესა და აგრესიაზე“, - განაცხადა ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ალი აბდოლაჰიმ.

ცნობისთვის, ხამენეის დაკრძალვის პროცესია 4 ივლისს თეირანში დაიწყება და 9 ივლისს, მის მშობლიურ ქალაქ მაშჰადში დაკრძალვით დასრულდება. ამ თარიღებს შორის პერიოდში, დამატებითი ცერემონიები ყუმსა და ერაყში იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×