რეზონანსი
02.07.2026

"საოცარი ადამიანი მოკლა, რომელიც თავის გზაზე მიდიოდა. ძალიან მტკივა გული. რამდენიმე დღის წინ დავკრძალეთ, შოკში ვარ ," - ამბობს ავარიის დროს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ასახულია, როგორ დაეჯახა ტროტუარზე მიმავალ ქალს ავტომობილი. ქალი ადგილზე გარდაივალა.

შემთხვევა თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მოხდა.

შსს თქმით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია, გამოძიება კი სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

როგორც თვითმხილველები წერენ მძღოლი, რომელიც ქალს დაეჯახა, მანქანიდან გადმოვიდა და ნათესავს ურეკავდა, მგონი ქალი მოვკალი, მიშველეო. "გამვლელმა დარეკა 112-ში".

საშინელებმა იყო, შევესწარი. გაჩერებაზე ვიდექი ავტობუსს ველოდებოდი. თითქოს ისე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალს მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა, თუმცა მოგვიანებით გავიგე, რომ ვერ მოხერხდა გადარჩენა. ახლაც შოკში ვარ, - ამბობენ თვითმხილველები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×