რეზონანსი
02.07.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.

"ძვირფასო აბიტურიენტებო,

გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას. თქვენს ცხოვრებაში იწყება მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც არა მხოლოდ ცოდნისა და შესაძლებლობების გამოცდაა, არამედ მომავლისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯიც.

გისურვებთ სიმშვიდეს, თავდაჯერებასა და წარმატებას თითოეულ გამოცდაზე. თქვენი შრომა, აუცილებლად, ღირსეულად დაფასდება, ხოლო მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში თქვენი პირადი წარმატებისა და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის საწინდარი იქნება.

გისურვებთ წარმატებებს!" - წერს შალვა პაპუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×