
თიკა ფაცაცია „გვანცას პოდკასტს“ ესტუმრა და პირველად ვრცლად ისაუბრა მეუღლის, დავით ანთელიძის და მისი მხარდაჭერის შესახებ:
„ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ვითარდებოდა მოვლენები. მეცვა დიდი თეთრი კაბა იატაკამდე. ცოცხალი სატელევიზიო ეთერი მიმყავდა, თინაობაზე. როგორც ხდება, დიდი ენერგიით ვარ და მიჭირავს მთელი დარბაზი. საკმაოდ გრძელი ეთერი იყო. როცა ვმუშაობ, ჩემი შვილები, როგორც წესი, ჩემს მეუღლესთან არიან. ვიცოდი, რომ ჩემი შვილი წასული იყო სტუმრად, კულისებიდან ვაკონტროლებდი და ვწერდი. რომ დასრულდა ღონისძიება, დათო კულისებში დამხვდა. დათოს საერთოდ არ უყვარს, რაღაცებს რომ ვყვები მასზე, ფოტოც არ მიჩვენებია არავისთვის. ამ ისტორიით აღიწერება დათო, როგორც პიროვნება და როგორც ჩემი მხარდამჭერი...
მოკლედ, გამოვედი და დამხვდა დათო, კი გამიკვირდა. არა, ისე მოვედი, მოგაკითხეო. ორის წუთებია, დათო რატომ მოვიდა, ბავშვებს სძინავთ, რატომ დატოვა მარტო? მითხრა, ძაღლმა უკბინა ბავშვსო. სად უკბინა-მეთქი. თავზეო. ამას მაწვდის ისე, თითქოს მარტივი რაღაცააო. სად არის ბავშვი-მეთქი. საავადმყოფოშია და მოვედი, რომ წაგიყვანო, საოპერაციოა და ველოდებოდი ეთერის დასრულებას, რომ გცოდნოდა და შენი ნებართვაც გვქონოდაო. მე თეთრი გრძელი კაბით, ვგავარ გიჟს, ვრეკავ პლასტიკურ ქირურგებთან, მიშველეთ-მეთქი.
ჩავჯექი მანქანაში. ბავშვი იყო ჩემს მეგობარ ლიკასთან, ნათლიასთან დატოვა და გამოიქცა. რომ მივედი, ბავშვი დამხვდა დაბინტული, ყველა მელოდება, რომ ვთქვა, ბავშვი ოპერაციაზე რომ წაიყვანონ. რომ ჩავეხუტე, თვითონ ბავშვი მებოდიშებოდა. რომ განერვიულე, ბოდიშიო... ექიმებმა გამომკითხეს, პირველად მიდიოდა ანესთეზიაზე, ხანგრძლივი ოპერაცია უნდა ყოფილიყო და ბევრი ნაკერის დადება გახდა საჭირო. მე რომ ვყოფილიყავი, დათოს ავაფეთქებდი... რას ჰქვია, ჩემ გვერდით არ ხარ-მეთქი. სანამ არ დასრულდა ეთერი, არ გამაგებინა, ფაქტია, რომ იქ ვეღარ დავდგებოდი. ამას რამხელა ძალა უნდა, რომ ეს შენს თავზე აიღო, ასე ხელი შეუწყო სხვასაც და უსაფრთხოებაც შეუქმნა შენს შვილს", - განაცხადა ტელეწამყვანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე