რეზონანსი
30.06.2026

საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას მასპინძლობს. პლენარული სხდომა კასპში მიმდინარეობს. მთავარი თემა ხელოვნური ინტელექტია.

67-ე გენერალურ ასამბლეას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძრვანელობს. პაბსეკის გენერალური ასამბლეის ღონისძიებები საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში ტარდება.

"ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს კავშირებს, ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას ფართო რეგიონის ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, მეზობელ ქვეყნებთან - თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა. ასევე, მჭიდრო პარტნიორობა გაქვს შუა კორიდორში მონაწილე ქვეყნებთან, შუა აზიის ქვეყნებთან და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთანაც ახლო, მჭიდრო ურთიერთობა ეკონომიკურ ჭრილში, ვინაიდან, ეს, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას ეკონომიკური თვალსაზრისით", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×