რეზონანსი
30.06.2026

საქალაქო სასამართლომ დღეს გამართულ პროცესზე განიხილა ბაჩო ახალაიას საქმე, რომელიც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ეხება. მხარეებმა პროცესზე დასკვნითი სიტყვები თქვეს, ისარგებლეს რეპლიკებით. პროცესს ბრალდებული არ ესწრებოდა.​ 

ახალაიას ბრალი წარდგენილი აქვს 317-ე მუხლით, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმის პროკურორის, ანა ლეკიაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი აქვს. 

„დასრულდა ბაჩანა ახალაიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმე. დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარემ ისარგებლეს დასკვნითი სიტყვებით და რეპლიკით. ბრალდებული სხდომაზე არ გამოცხადდა, სასამართლომ მისი საბოლოო სიტყვის მოსმენა შემდეგი სხდომისათვის გადადო და სავარაუდოდ, განაჩენს შემდეგ სხდომაზე გამოაცხადებს. 

ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, დასკვნით სიტყვაში საუბრობდა მტკიცებულებებზე. ვფიქრობთ, რომ საკმარისი მტკიცებულებაა იმისთვის, რომ სასამართლომაც მიიჩნიოს ნამდვილად, ბაჩანა ახალაიამ განახორციელა ის ქმედება, რასაც ვედავებით. ბრალდების მხარეს, რა თქმა უნდა, აქვს მოლოდინი გამამტყუნებელი განაჩენის“, - აცხადებს პროკურორი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×