რეზონანსი
29.06.2026

 გთხოვთ, გვერ­დით და­მი­დე­ქით ქალ­ბა­ტო­ნო ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე, მე ვიცი, რომ თქვენ ბრძან­დე­ბით მო­სიყ­ვა­რუ­ლე დედა. ამი­ტომ, დღეს, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სახ­ლთან კი არა, მისი შვი­ლე­ბის დე­დის სახ­ლთან მო­ვე­დი - გთხოვთ, გვერ­დით და­მი­დე­ქით. ვე­ლო­დე­ბი თქვენ­გან უკუ­კავ­შირს, - ასე მი­მარ­თა მოკ­ლუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის, გიგა ავა­ლი­ა­ნის დე­დამ, ეკა კუ­პა­ტა­ძემ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს.

ეკა კუ­პა­ტა­ძემ ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს ის­ტო­რი­უ­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმის­კენ მო­უ­წო­და და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ მის­გან მხარ­და­ჭე­რა­სა და უკუ­კავ­შირს მი­ი­ღებს, რაც, მისი შე­ფა­სე­ბით, სა­მარ­თლი­ან და გო­ნივ­რულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

"ქალ­ბა­ტო­ნო ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე, მე ვიცი, რომ თქვენ ბრძან­დე­ბით მო­სიყ­ვა­რუ­ლე დედა. ამი­ტომ, დღეს, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სახ­ლთან კი არა, მისი შვი­ლე­ბის დე­დის სახ­ლთან მო­ვე­დი. ოთხი შვი­ლის გამ­ზრდე­ლი დე­დის სახ­ლთან მო­ვე­დი, სა­დის­ტუ­რად შვილ­მოკ­ლუ­ლი დედა. ღმერ­თმა თქვენ ის სიმ­წა­რე არ გა­მო­გაც­დე­ვი­ნოთ, რაც მე გა­ვი­ა­რე. გო­ნე­ბით უნდა გა­მომ­ყვეთ და მიხ­ვდეთ, რა სი­გი­ჟე­ში ვარ მე დღეს, რამ მო­მიყ­ვა­ნა მე დღეს აქ. თქვენ უნდა გა­დად­გათ ის­ტო­რი­უ­ლი ნა­ბი­ჯი და ამო­მიდ­გეთ გვერ­დით, რო­გორც დედა გამ­წა­რე­ბულ დე­დას. გიგა ავა­ლი­ანს არას­დროს გა­უ­ვა ვადა! არ არ­სე­ბობს ძალა, რო­მე­ლიც უკან და­ა­ხე­ვი­ნებს. გთხოვთ, გვერ­დით და­მი­დე­ქით. ვე­ლო­დე­ბი თქვენ­გან უკუ­კავ­შირს.

ეს არის ბოლო რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად რე­ზო­ნან­სუ­ლი საქ­მე სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც არას­დროს ისე არის სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თსუ­ლო­ვა­ნი, გო­ნე­ბა მო­ჭი­მუ­ლი, აკ­ვირ­დე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­მა­დი­დე­ბე­ლი შუ­შით და ახლა პა­ტა­რა შეც­დო­მაც კი სა­ხელ­მწი­ფოს ღირ­სე­ბა­ზე არ იმოქ­მე­დებს კარ­გად. მე ვე­ლო­დე­ბი თქვენ­გან უკუ­კავ­შირს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ეს იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნი და კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლი. მე იმე­დი მაქვს თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის ქალ­ბა­ტო­ნო ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძე", - მი­მარ­თა ეკა კუ­პა­ტა­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×