
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებები, თუკი საქმე აქამდე მივა, შესაძლოა ბელარუსის დედაქალაქში გაიმართოს.
„დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქმე ოდესმე მოლაპარაკებებამდე მივა, ბელარუსული შესაძლებლობების გამოყენებაც შეიძლება. ვიცი ალექსანდრე გრიგორიევიჩის [ლუკაშენკოს] პოზიცია, ის მზად არის, ყოველმხრივ დაუჭიროს მხარი ყველაფერს, რაც სადავო საკითხების მშვიდობიანი გზით გადაჭრაზეა მიმართული“, - განაცხადა პუტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ 2022 წლის რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები სწორედ მინსკში დაიწყო და იქვე, 2014 წელს, გაფორმდა „მინსკის შეთანხმებებიც“.