რეზონანსი
28.06.2026

 ლიზ ტრასმა პრემიერობის ორი თვის განმავლობაში კარგად გაიაზრა რასთან ჰქონდა სინამდვილეში საქმე, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია" ანალიტიკოსმა, ლადო სადღობელაშვილმა.

მისივე თქმით, ტრასმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა საკუთარი ნებით „დიფ სტეიტის" მმართველობის გამო დატოვა.

„ეს ქალბატონი ლიზ ტრასი გახლდათ ყველაზე ხანმოკლე პრემიერი ბრიტანეთის ისტორიაში. მან ამ ორი თვის განმავლობაში ძალიან კარგად გაიაზრა და მიხვდა, თუ რაში ჰქონდა თავი გაყოფილი, რასთან ჰქონდა სინამდვილეში საქმე - ეს იყო „დიფ სტეიტის" მმართველობა და აქედან გამომდინარე თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. სწორედ ამაზე საუბრობს და ამაზე ამახვილებს ყურადღებას დღემდე ეს ქალბატონი და არა მხოლოდ ეს ქალბატონი, თვით ამერიკის პრეზიდენტიც ამაზე საუბრობდა", - განაცხადა სადღობელაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×