რეზონანსი
28.06.2026

ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, ვიქტორ ყიფიანმა ახალი პოლიტიკური პარტია „ჯერ საქართველო” დააფუძნა.

პარტიის დამფუძნებელმა ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ ვიქტორ ყიფიანი აირჩია.

პოლიტსაბჭოს წევრები არიან: ვახტანგ კაპანაძე; ვალერი ჩეჩელაშვილი; რუსუდან თევზაძე; ნიკოლოზ ხატიაშვილი; გიორგი ანთაძე.

პარტიის თანადამფუძნებლები და მრჩევლები არიან ნიკოლოზ ალავიძეა და გიორგი ტუმასიანი.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე გიორგი შალამბერიძეა, ხოლო წევრები ბექა ბოჭორიშვილი; ივერი მისრიაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას ზურა შარაშენიძე დაიკავებს.

„დღეს არის პოლიტიკური პარტია "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი ყრილობა, მაგრამ ყოველგვარი პირფერობის გარეშე მინდა ვთქვა - ეს არ არის ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება მიიღო დრომ და იმ მოლოდინებმა, რაც ქვეყანაში შეიქმნა, ამიტომ, ჩვენი მხრიდან მხოლოდ ფორმალური პასუხი არის ამ მოლოდინებთან დაკავშირებით. დღევანდელი დღე დიდი მოგზაურობის დასაწყისია. იმედია, ეს მოგზაურობა ამ მოლოდინების საპასუხო იქნება. რაც შეეხება სხვა პარტიებთან ურთიერთობას, ღია ვართ ყველასთან საურთიერთოდ. გვაქვს ჩვენი განსაკუთრებული დამოკიდებულება ალიანსთან მიმართებით. ვფიქრობთ, რომ „ჯერ საქართველოს" აქვს იმის ბუნებრივი რესურსი, რომ განვითარდეს ალიანსს მიღმა, თუმცა ეს არ გამორიცხავს პირად კომუნიკაციებს, ინდივიდუალურ კონტაქტებს. ასეთი კონტაქტები იყო, არის და დარჩება ჩვენს ხელწერად",-განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×