რეზონანსი
28.06.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინულმა შორ მანძილზე მოქმედმა "ფლამინგო ტიპის რაკეტებმა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე სამხედრო-სამრეწველო საწარმო "ტიტან-ბარიკადს" დაარტყეს .

პრეზიდენტის თქმით, ამ ქარხანაში რუსეთი აწარმოებს საარტილერიო სისტემებსა და სპეციალურ სამხედრო ტექნიკას, მათ შორის სარაკეტო გამშვები დანადგარების კომპონენტებს.

დარტყმის შემდეგ ქარხნის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

"უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი სანქციების არეალი მუდმივად ფართოვდება. სწორედ ჩვენი ზეწოლა ქმნის საფუძველს, რომ საბოლოოდ დადგეს ღირსეული მშვიდობა", - განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×