
რაც შეეხება გუშინდელ ინციდენტს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
„ეს ძალიან უსიამოვნო იყო, თუმცა პოლიტიკური პარტია, რომელიც მოწადინებულია მხოლოდ იმაზე, რომ შინაარსზე არ ილაპარაკოს და პირადი შეურაცხყოფები მოგაყენოს, ძალიან რთულია ამ ყველაფრის მოთმენა. ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს, თუმცა რაც მოხდა, რა თქმა უნდა, ეს უსიამოვნო იყო“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
პრემიერის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში გახარიას პარტიის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა.