რეზონანსი
27.06.2026

ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა, 10 000 დაკარგულად ითვლება, თითქმის 7 მილიონი კი დაზარალდა | ინფორმაციას გაერო ავრცელებს და წერს, რომ მონაცემები მოსახლეობის შესახებ არსებულ მონაცემებსა და ზიანის შეფასების ანალიზს ეფუძნება. მათივე ცნობით, ვენესუელაში სამაშველო ოპერაციებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1 600-ზე მეტი მაშველი ჩავიდა.

„მომდევნო 24 საათის განმავლობაში დამატებით 25 ავიარეისს ველოდებით. ვაფასებთ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვენესუელელებისთვის ამ რთულ პერიოდში“ - განაცხადა ვენესუელის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში ვიცე-მინისტრმა, ოლივერ ბლანკომ

ორგანიზაციის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციებში უკვე ჩაერთნენ ჯგუფები მექსიკიდან, შეერთებული შტატებიდან, ელ-სალვადორიდან, შვეიცარიიდან, კოლუმბიიდან და ესპანეთიდან.

25 ივნისს ვენესუელაში ერთ წუთზე ნაკლებ დროში 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×