რეზონანსი
27.06.2026

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, სპარსეთის ყურეში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე საპასუხო დარტყმები განახორციელა.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიერ ირანში რაკეტებისა და დრონების საცავებზე იერიშების შემდეგ, რეგიონში ამერიკელი სამხედროების პოზიციებს დაარტყეს. „თუ აგრესია განმეორდება, ჩვენი პასუხი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება“, - აცხადებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი.

ასევე, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ირანს ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილებაზე კონტროლის უფლება აქვს.

„თუმცა, აშშ-მა სხვადასხვა ფრონტის პროვოცირებით ამ ვალდებულების დარღვევა სცადა, რასაც საჭირო პასუხი გაეცა და მომავალშიც გაეცემა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×