რეზონანსი
26.06.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროპის ქვეყნებს ციფრული მომსახურების გადასახადის დაწესების გამო მკაცრი სანქციებით ემუქრება.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ტრამპი აცხადებს, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ამერიკულ კომპანიებზე მსგავს გადასახადს შემოიღებს, შეერთებულ შტატებში ექსპორტირებულ საკუთარ საქონელზე 100%-იან საპასუხო ტარიფს მიიღებს, რაც ავტომატურად გააუქმებს ყველა მოქმედ თუ დაგეგმილ სავაჭრო შეთანხმებას.

„ევროპის არაერთი ქვეყანა უახლოეს მომავალში ამერიკულ კომპანიებზე ციფრული მომსახურების გადასახადის დაწესებას განიხილავს. ზოგიერთი მათგანი უკვე ძალიან ახლოსაა ამ გადაწყვეტილების მიღებასთან. გთხოვთ, ეს განცხადება იმის დასტური იყოს, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ასეთ გადასახადს დააწესებს, დაუყოვნებლივ შეეჩეხება აშშ-ის მხრიდან 100%-იან ტარიფს ყველა იმ საქონელზე, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნება. ეს ტარიფი ძალას დაუკარგავს ამ ქვეყანასთან გაფორმებულ სავაჭრო შეთანხმებებს - მიუხედავად იმისა, შეთანხმება უკვე ძალაშია, ხელმოწერილია თუ ჯერ მხოლოდ შეთანხმების ეტაპზეა. გარდა ამისა, თუ ისინი ამას მაინც გააკეთებენ, 100%-იანი ტარიფი დაუყოვნებლივ დაწესდება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×