რეზონანსი
26.06.2026

ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას მიერ, დეპუტატ თენგიზ შარმანაშვილთან დაკავშირებით დაწერილ დამცინავ პოსტს ეხმიანება და აცხადებს, რომ „მოღალატე გახარიას ქვეშევრდომი", შარმანაშვილს, ჯანმრთელობის პრობლემის ფიზიკურ გამოვლინებაზე დასცინის.

როგორც ის აღნიშნავს, სიჭინავასგან ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან, გიორგი გახარიას თანაპარტიელი არ შეიძლება სხვანაირი იყოს.

„ბატონ თენგიზ შარმანაშვილს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რაც მშვენივრად იცის მოღალატე გახარიას ქვეშემრდომმა ბერდიამ, უბრალოდ, აი ასეთი მომცროა, რომ ამ პრობლემის ფიზიკურ გამოვლინებაზე დასცინის ადამიანს, თუმცა რა არის გასაკვირი, მოღალატის კაცის კაცის კაცი რანაირად შეიძლება სხვანაირი იყოს. გახარიას სულს იძახებთ ხოლმე ბიჭები პარტიაში, თუ როგორ ეკონტაქტებით მსგავსი კაცობები რომ გასწავლოთ? თუ ოჯახში გასწავლეს ასე ქცევა?“, - წერს ლიზა გეგეჭკორი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თენგიზ შარმანაშვილის გამოსვლის შემდეგ სიჭინავამ სოციალურ ქსელში დაწერა: „შარმანაშვილი „პახმელიაზეა?!“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×