|

მე თვითონ მყავდა ახლო ნათესავი იგივე პრობლემით დაავადებული და პატარკაციშვილის ფონდმა სრულად განკურნა. ჩვენთვის იყო ტრაგედია, ვინმეს რომ დაეცინა - განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ „კვირასთან“, „იუთუბერების“ იუმორისტულ გადაცემაზე საუბრისას, როდესაც მონაწილეები ლეიკემიით დაავადებულ პაციენტების მდგომარეობას სასაცილოდ იგდებენ.
მისი თქმით, იუმორი აჩვენებს ადამიანის ინტელექტს და აზროვნებას და მიუღებელია მსგავს მგრძნობიარე თემაზე ხუმრობა.
„ადამიანებს გვერდში დგომა, თანაგრძნობა უნდათ. ადამიანმა ყველაფერი უნდა მოიკლოს, მშობლების და ოჯახების ტრაგედია რომელიც ყველაზე მძიმეა ცხოვრებაში… მე თვითონ მყავდა ახლო ნათესავი იგივე პრობლემით დაავადებული და პატარკაციშვილის ფონდმა სრულად განკურნა. ჩვენთვის იყო ტრაგედია, ვინმეს რომ დაეცინა… ვის უნდა მოუვიდეს თავში ეს სისულელე. ეს დაცინვის თემა ძალიან ზღვარზე სასიარულო თემაა… მტკივნეულია. სიკვდილი ტრიალებს ოჯახებში. ქრისტიანობას რომ თავი დავანებოთ, მთელი მსოფლიოს წარმატებული ადამიანები, სპორტსმენები იქნებიან, მუსიკოსები თუ მეცნიერები, ყველანი მიდიან და ეფერებიან ამ ბავშვებს. როგორ შეიძლება? მსგავს თემაზე ხუმრობა, რასაკვირველია, მიუღებელია. ტკივილის შესამსუბუქებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს. რა სახუმარო თემა ეს არის? იუმორი აჩვენებს ადამიანის ინტელექტს და აზროვნებას“, - განაცხადა ალექსანდრე გალდავამ.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|