რეზონანსი
26.06.2026

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ეხმიანება გახარიას პარტიის წევრის, ბერდია სიჭინავას პოსტს, რომელმაც დაწერა: "შარმანაშვილი "პახმელიაზეა"?!" და მას ჭორიკანას უწოდებს.

შარმანაშვილის განმარტებით, ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ახლახან გამოვიდა კლინიკიდან და მკურნალობას განაგრძობს, ხოლო ბერდია სიჭინავა მომავალში აღარ დააინტერესებს.

"კაცი რომ ჭორიკანობას დაიწყებს, რა უნდა ელაპარაკო?! სულ ახლახან გამოვედი კლინიკიდან ფილტვებთან დაკავშირებული პრობლემის გამო. ახლაც ვაგრძელებ მკურნალობას. იმედია, რომ ჩვენი ექიმების დახმარებით, დავძლევ პრობლემას. ეს ჭორიკანა კი, ნამდვილად აღარ დამაინტერესებს მომავალში," - წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×