რეზონანსი
26.06.2026

32 წლის სიმა კულიევას „პირველ სამშობიარო კლინიკიდან“ სხვა საავადმყოფოში - „ჰელსიკორში“ გადაიყვანენ - ინფორმაციას „TV პირველს“ უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალის ოჯახის წევრები უდასტურებენ. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ოპერაციის გაკეთების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა.

კულიევების თქმით, „პირველ სამშობიარო კლინიკაში“ ქალს არასათანადოდ მკურნალობენ. მათივე მტკიცებით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც 15 დღეა კლინიკაშია, დიალიზის აპარატი სჭირდება, თუმცა „გაფუჭებული აქვთ და ვერ უკეთებენ“.

სიმა კულიევას დედამ „TV პირველს“ განუცხადა, რომ ექიმი მის შვილს ჰპირდებოდა, 15-წუთიანი ოპერაციის შემდეგ კლინიკას იმავე დღეს დატოვებდა, თუმცა ოპერაციის შემდეგ, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო დამძიმდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×