რეზონანსი
26.06.2026

აშშ-ის კონგრესი ფარას ამკაცრებს - მიზანი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაა. შესაბამისი კანონპროექტი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა.

კანონპროექტი ითვალისწინებს იმ გამონაკლისების გაუქმებას, რომლებიც, კანონმდებლების შეფასებით, უცხო ქვეყნების წარმომადგენლებს აშშ-ში ლობისტური საქმიანობის განხორციელებისა და უცხოელი აგენტის სტატუსით რეგისტრაციის თავიდან არიდების საშუალებას აძლევს.

ცვლილებების მომზადებასა და დამუშავებაში 10 სენატორი მონაწილეობდა, მათ შორის, ჯიმ რიში და ჯონ კორნინი. კანონპროექტი ძალაში შესასვლელად, ჯერ აშშ-ის სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცონ, რის შემდეგაც მას პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური კანონპროექტი წარდგენილია კონგრესის ქვედა პალატაშიც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×