რეზონანსი
25.06.2026

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პოლონეთის ქალაქ გდანსკში, უკრაინის აღდგენის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი ომს ვერ მოიგებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა და ნატო მზად არიან რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლა კიდევ უფრო გააძლიერონ, ხოლო კიევისთვის ბერლინის მხარდაჭერა დაახასიათა როგორც „ურყევი ვალდებულება“.

მაისში ევროპული საბჭოს თავმჯდომარემ, ანტონიუ კოშტამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა უკრაინაში ომის დასრულების მიზნით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პოტენციური მოლაპარაკებებისთვის ემზადება.

Bloomberg-ის წყაროების ცნობით, კოშტა კრემლს არასაჯაროდ დაუკავშირდა. გერმანიისა და საფრანგეთის დედაქალაქებში ამ ინიციატივას „შეუთანხმებელი“ და „არაპროფესიონალური“ უწოდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×