რეზონანსი
24.06.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პოლიციის პოლკოვნიკი მაიზერ ხვარეშია წარუდგინა.

სულხან თამაზაშვილმა ახლად დანიშნულ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. ხოლო, იმერეთის პოლიციის ყოფილ დირექტორს, რამაზ თათარაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

მაიზერ ხვარეშიას შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×