
35 წლის ნინო მუჯირი საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. როგორც ცნობილი ხდება, გოგონამ ოპერაცია 12 იანვარს გაიკეთა. მათი თქმით, ოპერაცია ლიცენზია შეჩერებულმა ექიმმა ჩაატარა. რაც შეეხება გარდაცვალების მიზეზს, ნინო მუჯირის ახლობლების ინფორმაციით, მიზეზი სეფსისი გახდა.
"სად გადის ზღავრი სამედიცინო შეცდომას და სამედიცინო დანაშაულს შორის, თქვენ მიპასუხეთ მე თუ ვცდები. 12 იანვარს საშვილოსნოს პოლიპის მოწვის ოპერაციაზე მივიდა, 20-წუთიანი პროცედურაა, იმავე დღეს ეწერებიან სახლში. მითხარით ლიცენზია შეჩერებულ ექიმს შეეძლო კონსულტაციის ჩატარება და მით უფრო ოპერაციის?
ოპერაციამდე წინა დღეებაი ცხელების ეპიზოდი ჰქონდა, ვირუსი ჩვენს ენაზე, ანამნეზის შეკრებისას ექიმს უნდა უგულებელეყო ეს მონაცემები და ვირუსის მატარებლისთვის ანესთეზია უნდა გაეკეთებია? ( მათი ვერსიაა, რომ ვირუსი ჰქონდა და ისინი არაფერ შუაში არიან) დავუშვათ ჰქონდა ვირუსი, რატომ არ გადაიდო ოპერაცია? რა ნინომ მოატყუა და დაუმალა, რომ წინა დღეებში ვირუსი ჰქონდა?
სხვა რაზე ვილაპარაკო, კიდევ ბევრი გადაცდომაა, როცა დანაშაულის სათავე უკვე იმაში მდგომარეობს რომ ლიცენზია შეჩერებული ექიმი გეგმავს და იღებს გადაწყვეტილებებს. ფაქტია, ნინოს არავინ გააცოცხლებს. მას დედობა უნდოდა, მაგრამ სანაცვლოდ მიწაში ჩააწვინეს. როცა გვეგონა, რომ დასტაბილურდა, მერე გასტროტომა ჩაუსვეს და სამ დღეში თურმე მოირყა. მოირყა თუ არასწორად ჩასვეს? ახალნაოპერაციებმა, მწოლიარე, უმოძრაო გოგომ როგორ მოარყია გასტროსტომა? საჭმელი რომ კუჭის ნაცვლად მუცლის ღრუში შეჰყავდათ სამი დღე ესეც ნინოს ბრალია?" - წერენ გოგონას ახლობლები.
როგორც ირკვევა, გოგონა 6 თვის განმავლობაში იყო კომაში.
"შვილს მოწყურებული გოგო ჯალათების სასაკლაომ ბოლომდე გაწირა. 15-წუთიანი ოპერაცია (თურმე ოპერაციაც არ ყოფილა მანიპულაცია) 6-თვიან სატანჯველად უქცია და ბოლოს ისიც მოახერხეს, რომ სიცოცხლეს გამოასალმეს. ამდენი შეცდომის და ამდენი არასწორი ჩარევის შედეგი სახეზეა. საჭმელი კუჭის ნაცვლად მუცლის ღრუში იღვრებოდა. გინეკოლოგი ანესტეზიას აკეთებს. ლიცენზია ჩამორთმეული ექიმი ოპერაციას და თურმე გადაყვანას ითხოვდნენ, რომ ხელი სხვებზე შეეხოცათ", - ამბობს გოგონას კიდევ ერთი ახლობელი.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე