რეზონანსი
23.06.2026

ხვალ ბელგიაში გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის სხდომა იმართება, რომელზეც საქართველო მიწვეული არ არის. ხვალ, სტრასბურგში საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაც არის დაგეგმილი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმსჯელებენ დოკუმენტზე - „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“.

თემაზე შეფასებები კეთდება უმრავლესობაში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, ეს რეზოლუციები საქართველოზე ვიწრო პარტიული იერიშების მიტანას ემსახურება.

„არც ეს რეზოლუციები არ არის სავალდებულო, ასე, რომ საქართველო, მით უმეტეს, ასეთ რეზოლუციას, რომელიც სრულიად არის აცდენილი რეალობას და არის პირდაპირ ვიწრო პოლიტიკური იერიშის მიტანა საქართველოზე, რა თქმა უნდა, ჩვენ რაღაც განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმას არ ვაპირებთ. ჩვენი პოზიცია არის ღიად დაფიქსირებული. ჩვენ მზად ვართ სამართლიანად, თანასწორ უფლებიან საფუძველზე თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის. ამის მიღმა, ამ ტიპის რეზოლუციები, განცხადებები თუ დეკლარაციები ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. უფრო მეტიც, საგანგაშოა, როდესაც ზოგიერთები უცხოეთში თავს უფლებას აძლევენ, რომ ჩაანაცვლონ საქართველოს ხალხის მიერ გამოხატული ნება - დემოკრატიული ნება არჩევნებზე სხვადასხვა მიზნით. აქ საერთოდ არ არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი რა მიზნით და რა მოტივაციით. ასეთი რამ არის მიუღებელი ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×