რეზონანსი
23.06.2026

კომენტატორმა, გიორგი კალატოზმა, გადაცემაში „ორშაბათობა“ ისაუბრა ცნობილ ვიდეოზე, რომელშიც დავით ერაძე და მაგდა კლდიაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას ლანძღავენ და ამცირებენ. კალატოზის შეფასებით, იმ ვიდეოში „რაღაცები მართალი იყო.“

„კვარაცხელიას თემაზე მაგდა კლდიაშვილმა რომ ილაპარაკა, ჩემპიონთა ლიგა რომ იყო და კიდევ რომ მოიგო, ეგ რომ გინდება, მე არ გეუბნები რომ იმათ სწორად ილაპარაკეს, მე ბევრი შენიშვნა შეიძლება ვთქვა მაგ ვიდეოზე, რომ არ მომეწონა ეს სხვანაირად უნდა მომხდარიყო. მე კი არ ვამართლებ იმ ნარატივს რაც იქ გაჟღერდა, რაღაცები შეიძლება მართალი იყო, მთლიანობაში არ ვარ მაგ მხარეს, სხვანაირად ვიტყოდი მე, მაგრამ ახლა ჩემპიონთა ლიგას იგებს მეორედ კვარაცხელია, მოდი Facebook-ზე შევალ ახლა, იმათ ფოტოს დავდებ, აი ძალიან ცუდი საქციელია, ჯერ ხომ იმ ადამიანების მიმართაც, რა დააშავეს ეგეთი, რამხელა ბულინგის წინაშე არიან, ხალხო, თქვენ ვერ ხვდებით“, - განაცხადა გიორგი კალატოზმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×