რეზონანსი
22.06.2026

 "პოლონეთი რომ არა, უკრაინა ვერ გადარჩებოდა" - პოლონეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელი მიხალ მოსკალი ზელენსკის ღიად აკრიტიკებს.

მოსკალმა უკრაინის პრეზიდენტის ქცევა „უმადურ და ვულგარულ" ქმედებად შეაფასა. მისი თქმით, მიუღებელია, უკრაინის სახელმწიფო ნარატივი ეფუძნებოდეს ისტორიულ ფიგურებს, რომლებიც პოლონური მხარისთვის დამნაშავეებად მიიჩნევიან.

დაპირისპირების ეპიცენტრში კვლავ ვოლინის ტრაგედიის საკითხი დგას.

პოლონელი პოლიტიკოსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკრაინა, რომელიც დასავლურ ოჯახში ინტეგრაციას ცდილობს, ვერ შეძლებს ევროპული ღირებულებების განმტკიცებას, თუ ისტორიული სიმართლის ნაცვლად, დამნაშავეთა გმირებად წარმოჩენას.

„ზელენსკი არის უმადური და ვულგარული.

პოლონეთი რომ არა, უკრაინა ვერ გადარჩებოდა.

ისინი ახლა ისტორიულად გვამცირებენ და სურთ, რომ მათი ისტორია ბავშვების თავის ქალებში ლურსმნების ჩაჭედებას ეფუძნებოდეს, ხოლო მათი გმირი დამნაშავე იყოს.

თუ უკრაინას სურს, დასავლეთის ნაწილი იყოს, მან უნდა შეწყვიტოს უპა-ს (უკრაინის ამბოხებულთა არმია) ისეთ რამედ განხილვა, რაც მათ სახელმწიფოს აშენებს". - განაცხადა მიხალ მოსკალმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×