რეზონანსი
22.06.2026

დაახლოებით 20%-ით გაიზარდა თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა და მილიონ სამას ოცდათერთმეტი ათასს გადააჭარბა. 54%-ით გაიზარდა ქალაქ ბათუმის მოსახლეობა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მან მოსახლეობის აღწერაზე ისაუბრა, რომელიც 2024 წელს ჩატარდა.

„წინა [2014 წლის] აღწერასთან შედარებით, ურბანიზაციის მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. 5%-ით გაიზარდა საქალაქო დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა და 63%-ს შეადგენს. ადრე 57 % იყო. დაახლოებით 20%-ით გაიზარდა თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობა და მილიონ სამას ოცდათერთმეტი ათასს გადააჭარბა. 54%-ით გაიზარდა ქალაქ ბათუმის მოსახლეობა. 153 ათასიდან 236 ათას კაცამდე. თბილისის გარდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლის მოსახლეობის რიცხოვნობაა გაზრდილი. დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია შეინიშნება“, - აღნიშნა თოდრაძემ.

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია ოკუპირებული ტერიტორიების გარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×