რეზონანსი
22.06.2026

ამ ქვეყანაში არ უნდა იყოს ადგილი ზიზღის და რაც მთავარია, ორგანიზებულად ამ სიძულვილის და ზიზღის გავრცელების, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.

ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ დეპარტამენტი, რომელიც კანონის შესაბამისად აღმოაჩენს და შემდგომში რეაგირებას მოახდენს შეურაცხმყოფელ, ზიზღის თუ სიძულვილის გამავრცელებელ კომენტარებზე, ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ამ პრაქტიკას.

„თუ ყველა ვაღიარებთ, რომ ეს საზიანოა ჩვენი საზოგადოებისთვის და ამ საჭიროებას ალბათ ყველა ხედავს, სწორედ ხელისუფლებამ უნდა მოუაროს პრობლემას, რომელიც სამწუხაროდ ათწლეულების მანძილზე გარედან ფინანსდებოდა. შიგნით კი „ენჯეოების“ და მათი აგრესიული აქტივისტების მეშვეობით, მათ შორის, რადიკალური პოლიტიკოსების მიერ რაღაცნაირად ღვივდებოდა. მიგვიყვანა იმ ეტაპამდე, რომ ადამიანებმა, ოჯახის წევრებმაც კი დაკარგეს ერთმანეთი. ამიტომ, პოლიტიკური განსხვავებულობა არ უნდა იწვევდეს ერთმანეთში დაპირისპირებას“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×