რეზონანსი
22.06.2026

ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები ადასტურებენ. ბიზნესმენი ბოლო პერიოდის განმავლობაში ფილტვის სიმსივნის მძიმე ფორმას ებრძოდა. არსებული ინფორმაციით, ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა.

თემურ უგულავამ ბიზნესი 1998 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ის ტოტალიზატორსა და ონლაინკაზინო „აჭარაბეთს“ მართავდა.

მის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოში "ჰოლიდეი ინნის" შემოყვანა. შემდეგ კი მის მიერ დაფუძნებული "აჭარა ჯგუფის" ქოლგის ქვეშ სასტუმროების ქართული ბრენდები "რუმსი" და „სტამბა“ შეიქმნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×