რეზონანსი
22.06.2026

დააკავეს კაცი, რომელიც ე.წ. კურიერებს ფულის სანაცვლოდ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართვას სთავაზობდა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, პოლიციამ, ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განახორციელა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულის  დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.

"გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული ნარკოტიკების რეალიზაციას ე.წ. კურიერების დახმარებითაც ცდილობდა. იგი ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს, სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართვას სთავაზობდა. 

ე.წ. კურიერს ნარკოტიკული საშუალებები მითითებულ ადგილზე უნდა განეთავსებინა, გადაეღო ფოტოები, მოენიშნა ადგილმდებარეობა და ინფორმაცია ბრალდებულისთვის გადაეგზავნა, რის სანაცვლოდაც ფულად ანაზღაურებას მიიღებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები და მათი დაფასოებისთვის საჭირო მასალები"- წერია განცხადებაში. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×